კახა კალაძე უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

კახა კალაძე უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

თბილისის მერი კახა კალაძე, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის თეირანში კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს, რომლებიც უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. ჩვენი ლოცვითა და ფიქრებით გარდაცვლილთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – წერს კალაძე „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.