ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია შემდეგი სოციალურ ქსელში წერს:
მოსაზრება ფეისბუქურ სტილში! (ღმერთმა ნუ ქნას და თუ ომი იქნა!)
აქსიომაა და ეგებ გავითვალისწინოთ - ქვეყნის ნეიტრალიტეტს ძირითადად განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითონ ქვეყანა, არამედ მისი მეზობლებიც!
როცა გაირკვევა, რომ ყველას ინტერესშია - მხოლოდ მაშინ შეუძლია ქვეყანას გახდეს ნეიტრალური!
ჩვენ შემთხვევაში ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან ოთხიდან სამ მეზობელთან არ გვაქვს დადგენილი (შეთანხმებული!) საზღვრები, ხოლო ერთ-ერთს საერთოდ ოკუპირებული აქვს ტერიტორიის 22%!
ფაქტიურად, გაყინულ საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამ დროს ნეიტრალიტეტი იგივეა, რაც კაპიტულაცია!
ამიტომ, ნეიტრალიტეტის თემა რუსული ხაფანგია, რათა საქართველომ უარი თქვას იმ მხარდაჭერაზეც კი, რაც დღეისათვის გაგვაჩნია და რუსეთმა უპრობლემოდ გადაგვყლაპოს!
ეს იმდენად თვალნათელი და მარტივი ამბავია, რომ უცნაურია ისევ რომ გრძელდება ამაზე ლაპარაკი!
სხვა საკითხია, რომ თვითმიზნურად არ უნდა გავყოთ თავი ომში! მაგრამ განზე გადგომა ჩვენს სიტუაციაში უბრალოდ არ გამოგვივა და დავემსგავსებით ჩხუბში მოხვედრილ კაცს, რომელსაც შიშით თვალები დაუხუჭავს. ვისაც უჩხუბია დამეთანხმება, რომ ყველაზე მეტი ასეთ კაცს ხვდება ჩხუბში!