მამუკა წოწერია:  ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა,  ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია

მამუკა წოწერია: ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა, ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, სოციალური ქსელით, თხოვნით მიმართავს ყველას, თავი შეიკაონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ძალიან ცუდი, სამწუხარო ფაქტი მოხდა სოფელ შამგონაში. იპოვეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აღნიშნული ფაქტი მომხდარია ჩვენი მაჟორიტარის, ზაზა ხუბუას სახლის ეზოში მდებარე საქონლის სადგომში, რომელიც გარდაცვლილის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის სახლებს შორის მდებარეობს - გარდაცვლილი ზაზა ხუბუას მეზობელია.

ავრცელებენ, თითქოს ეს ფაქტი ხუბუას სახლში მოხდა, რაც არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში ამ ფაქტთან ზაზა ხუბუას არანაირი შეხება არ ქონია.

დარწმუნებული ვარ გამოძებისგან კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ, მანამდე კი ყველას ვთხოვ თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.