ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ოპოზიციამ საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენოს - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. "პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავის ხაზებით უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს არის ისეთი თემა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს," - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, 20 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა. ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.