უგემრიელესი ოსტრი

უგემრიელესი ოსტრი

ოსტრი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია. ამ კერძის მომზადებისას აუცილებელია, სწორად შეარჩიოთ ხორცი.

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი - 1 კგ

ხახვი - 3 თავი

პამიდორი - 600 გ

ნიორი - 5 კბილი

ოხრახუში - 1 კონა

ქინძი - 1 კონა

დაფნის ფოთოლი

მარილი

წითელი წიწაკა, დაფქული

მომზადების წესები

დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.

გაახურეთ ტაფა, დააყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და მოთუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.

როცა თითქმის მზად იქნება ოსტრის ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.

ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამასობაში, პომიდორს გააცალეთ კანი და  დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ, ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ.

როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პომიდორი და მოთუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მოშუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.

სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია,  გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.

ოსტრი მზად არის!