საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებას” მიმართავს.
“მივმართავ ქართულ ოცნებას! დაამთავრეთ ეს ნაც.კრიმინალები. მივმართავ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაუჭირეთ მხარი “პატრიოტთა ალიანსი”-ს მიერ შემოტანილ რეზოლუციას და დაარქვით ამ ნაც ჯალათებს თავის სახელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა გთხოვთ თავიანთი ხელმოწერით(500.000ხელმომწერი).დავიღალეთ! დავიღალეთ და უფრო მეტიც, დავიტანჯეთ ამ თქვენი კოაბიტაციით ამ ჯალათ პირსისხლიანებთან”– წერს დავით ოქიტაშვილი.