უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მმართველი გუნდის წევრს, ენძელა მაჩავარიანსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, სასწრაფოს ექიმები, სამედიცინო დახმარებას უწევენ.
“საქართველოს პარლამენტში. არიან დაზარალებულები, როგორც დეპუტატებს ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის. ამჟამად შენობაში-სასწრაფო დახმარების რამოდენიმე ბრიგადა მუშაობს“, - წერს ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი. მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.