ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
ამ ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.
,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა. მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან ერთად განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი" - განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორ - განმკარგულებელმა გიორგი თევზაძემ.
,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით ქალაქის მასშტაბით დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს, ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ." - განაცხადა „ლიბერთის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.