რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა გასათბობად დამწვარ წიგნებში ლევან გოთუას ,,გმირთა ვარამიც

რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა გასათბობად დამწვარ წიგნებში ლევან გოთუას ,,გმირთა ვარამიც" იწვოდა ...

ფეიქსბუქ-მომხმარებელი ლალი ბაქანიძე სოციალურ ქსელში წერს:

რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეთა გასათბობად დამწვარ წიგნებში ლევან გოთუას ,,გმირთა ვარამიც" იწვოდა ...

ვინც არ იცით, იქნებ ახლა მაინც წაიკითხოთ და იქნებ მოინანიოთ კიდეც....

ლევან გოთუას რომანი ,,გმირთა ვარამი" ვორკუტის საბჭოთა კოლონიაში დაიწერა. ეს ცოტამ იცის❗

ვიდრე იმას დავწერდე, როგორ პირობებში იქმნებოდა ეს რომანი და რა სასწაული მოახდინეს ქართველმა პატიმრებმა, რომ ამ წიგნს ჩვენამდე მოეღწია, ძალიან მოკლედ შევეხები თბილისიდან ვორკუტამდე მწერლის ურთულეს გზას:

ბევრმა არც ის იცის, რომ ლევან გოთუა დ ი ს ი დ ე ნ ტ ი იყო და ამის გამო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, 22 წელი, პატიმრობაში გაატარა!!!

1921 წლის თებერვალში დამოუკიდებელ საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას 16 წლის ლევან გოთუა ტაბახმელაში, კოჯორსა და უძოს მთის მიდამოებში მტერს რამდენიმე დღე ებრძოდა.

1924 წელს 20 წლის იყო, პირველად რომ დაიჭირეს, 7 თვეში გაანთავისუფლეს, რამდენიმე თვეში, 1925 წელს ისევ დაიჭირეს და გადაასახლეს...

ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ყველაზე სასტიკი რეჟიმის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში:

▪️იმიერპოლარეთში, სოლოვეცკის კუნძულებზე, სადაც ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საშიშ პირებს - პოლიტიკურ პატიმრებს ათავსებდნენ.

▪️მეორე გადასახლება ციმბირში, ნარიმის კოლონიაში გაატარა...

▪️მესამე და უკანასკნელი გადასახლება კი 1946 წელს მოხდა. მწერალი დააპატიმრეს და 10 წლით ვორკუტის კოლონიაში გააგზავნეს.

გადასახლებიდან 50 წლის დაბრუნდა... 5 ქალაქში, მათ შორის თბილისში ცხოვრება აეკრძალა...

სწორედ ვორკუტის კოლონიაში ქართველი პატიმრების დახმარებითა და ხელშეწყობით დაიწყო მწერალმა ,,გმირთა ვარამის" წერა. გადასახლებაში ძალიან ძნელი იყო შემოქმედებითი მუშაობა, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ყოფილი ქართველი პატიმარი, თუში იორამ ქააძე იხსენებს:

,,ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს, როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო.

ყველა ერთხმად დაეთანხმა. მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა – იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. ,,გმირთა ვარამის” წერა ამ ,,ფურცლებზე” დაიწყო..

1951 წელს ვიღაცამ მოუტანა ,,პრავდისა” თუ “იზვესტიის” შეკვრები ურიკით და გაზეთის არშიებზე შეუდგა წერას...

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა შესაძლებელი გახდა”.

დიდმა მწერალმა მთელი ნაშრომი გადაწერა, მაგრამ..........

,,დაწერილის ბანაკის ტერიტორიიდან გამოტანა და გადმოგზავნა განსაკუთრებულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. დიდად დაეხმარნენ ვორკუტაში მცხოვრები პატიმრობამოხდილი ქართველები, რომლებიც იმავე მაღაროში მუშაობდნენ. მათ გამოჰქონდათ ხოლმე ნაწერი – ხშირად თითო ფურცლობით. მაგრამ მერე განიზრახეს დიდი მოცულობით გამოეტანათ. ამისათვის ასეთი ხერხი მოიფიქრეს. მაღაროების გასამაგრებლად მოჰქონდათ მორები. ზოგიერთი ,,პრარაბი” ამ მორებს მოსახლეობას მიჰყიდიდა ხოლმე. ლევანის ხელნაწერისათვის ასეთ მორებში სამალავი გააკეთეს – ამოჭრეს, ფურცლები ჩადეს, ზედ ისევ მორის ნაჭრები დააფარეს და ტალახით შეგოზეს. შემდეგ ეს ხე-ტყე ერთ-ერთმა ქართველმა შეისყიდა, სახლში რომ მიიტანა, ცოლი აუტყდა – კაცო ეს მორები რაღად გინდოდა, ნახე რამდენი გვაქვსო. ის კაცი შესაფერის დროს ელოდა, რომ ხელნაწერი სამალავიდან შეუმჩნევლად ამოეღო, ამასობაში ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა, მორებს გაყიდვა დაუპირა. შეიძლება ითქვას, რომ

,,გმირთა ვარამის” ორიგინალი სულზე გადარჩა.

ამ ისტორიის მოსმენისას შეიძლება ითქვას, რომ ,,გმირთა ვარამი” ქ ა რ თ ვ ე ლ ებ ი ს კ ო ლ ე ქ ტ ი უ რ ი ე რ ო ვ ნ უ ლ ი თ ვ ი თ შ გ ნ ე ბ ი ს ნ ა ყ ო ფ ი ა❗ რომელიც დღეს, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს უბირმა, სულიერად გაღარიბებულმა და დაცემულმა შვილებმა რუსთაველის პროსპექტზე დაწვეს, სადაც ერთი გონიერი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომელიც ცეცხლს გამოსტაცებდა იმ რომანს, რომლის ჩვენამდე მოსაღწევად გადასახლებაში მყოფი ადამიანები საკუთარ თავისუფლებასა და სიცოცხლეს სწირავდნენ❗

ხატმებრძოლობა, მკვრეხელობა, წიგნების კოცონი - ეს ის გზა არ არის, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან გაიყვანს!!! გეშინოდეთ ურწმუნოთა, უბირთა, სულიერად დაცემულთა მმართველობის! ადამიანების, რომელთა ეროვნული თვითშეგნება ნულს ქვემოთაა❗

Maverick რა გიკვირთ?!
ესენ ხომ მიშტლერ იუგენდის წევრები, ახალგაზრდა პავლიკ მოროზოვები არიან, რომლებიც დედას, მამას კი არ მოკლავენ არამედ ლიბერასტული მეთოდით მოტ...ვენ!
5 წლის უკან
trampi ეს პავლიკ მოროზოვები მაინც ვერ გაიგებენ,...... რას უხსნით??
5 წლის უკან
trampi ფრთხილად იყავით ვეფხისტყაოსანიც ზედ არ მიაყოლონ......
5 წლის უკან
სოციალისტი გითხარით მონღო;-თათრების გენმა იმძლავრა იქცნენ მტრის ურდოდ! დადგეს კარვები, დაანთეს კოცონები და დაარტყეს ალყა საქართველოს პარლამენტს!
5 წლის უკან
Katana . ...თან, როგორი ბიოგრაფიის კაცის წიგნი!.. - ნახევარი ცხოვრება რუსეთის კატორღებში რომ გაატარა, სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილმა!
როგორ პირობებში დაწერილი დიდებული რომანი!..
ნამდვილად არ მინდა ისეთი საქართველო, სადაც ლევან გოთუას აუტოდაფეს უწყობენ და მიშას, ბოკერიას და ელენე ხოშტარიას დაკრულზე ახუნტრუცებული ვიღაც უწიგნური ვიგინდარები ხელებს ითბობენ "გმირთა ვარამის" ალზე!...
5 წლის უკან
trampi ამ ნაცებს აი ამათი იმედები აქვთ და იმიტომ გასდით ყველაფერი,
მით უმეტეს ეგ ,,დემოკრატები,, ნაცებს ყველა კარგად გამძღარები ჰყავთ
---------------------------------------------------------------------------------

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლას ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, შეამცირონ ზარალისა და ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ძალა მხოლოდ იმ პირების წინაღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართულნი. Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ 18 და 26 ნოემბერს, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა დაბალი ტემპერატურის დროს.

„ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთმა აქციის მონაწილემ, წყლის ჭავლის გამოყენების დროს დაზიანებები მიიღო. ერთ პირს კი თვალი აქვს დაზიანებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ ქმედება.

„მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება ასევე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტურ ფაქტორებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“,- წერია განცხადებაში.
----------------------------------------------------------------------------------------------------

გაიგეეეთ?? წყალი რატომ მიასხით გაცივდნენ, პირდაპირ პარლამენტში უნდა შეგეშვათო
რატომ 7 ნოემბერს არა თქვეს რამე??
მაშინ, ხალხს არ დაააკლეს ტყვია წყალი გაზი სირენა ხელკეტი სიკვდილი და ..ეხლა კიდევ წყალი რატომ შეასხითო
მაშ არ უნდა აგინო მაგათ ძალიან ძალიან კეთილებიიი.
.მერე იტყვიან რათაო------ აი იმიტომ, იმიტომ, რომ ჩატლახები არიან, ჩთლახები


ის მახსენდება........ ლენინს ციმბირში გადასახლების დროს, გადასახლებაში მატარებლით აგზავნიდნენ...
მივიდა ლენინის დედა ნიკოლოზთან და უთხრა---- ჩემი შვილი სუსტი ჯანმრთელობისაა, ჰუმანურად მოექეცით და ციმბირში საერთო ვაგონის ნაცვლად, რბილი ვაგონით(რბილი კუპე) გაამგზავრეთო, თან ეს თბილი ტანსაცმელი და მოქსოვილი წინდებიც გადაეცითო
მაშინაც აი ასე აქტიურობდნენ ამ ლიბერალების სექტა და მაშინ იმათ გაუწია ნიკოლოზმა ანგარიში-- მართლა რბილი კუპეთი გააგზავნა ლენინი ციმბირში. სანაცვლოდ მადლობის მაგივრად მეფის მთელი ოჯახი კისლატაში ამობუგეს ბავშვებიანად
აი ასეთ ლიბერალობას ჩაგვიტარებენ ესენიც...ეგენი მორიელის ჯიშისანი არიან მორიელის..
ისე ლენინს მაშინ ნიკოლოზის ნცვლად მიშა უნდა დახვედროდა და კაი ჩიტსაც დააჭერინებდა იმას ----- მთელ ლიბერალებს ოპტომ ამობუგავდა და მსოფლიოსაც გადაარჩენდა უბედურებებისგან
ის იყო ჟანდარმი და დესპოტი და მიშა კიდევ დემოკრატიიი??
ისე კი როგორ აქოთქოთდნენ რომ შეახსენეს --- ილია ევროპამ მოაკვლევინაო... პირი აეწვათ, პირი ,
ასეა ყოველთვის..... ქართველს ,,მიახვედრებენ,, და ვსოოო... საქმე გაკეთებულია ხოლმე...
მაშინაც ეგრე იყო და ზვიადის დროსაც
5 წლის უკან
სოციალისტი ადრეც ვამბობდი, ვამტკიცებდი, ვწერდი.... არ უნდა გადმოეტანათ პერლამენტი ქუთაისიდან, არა! ეს ადგილი დაწყევლილია ღვთისგან, აქ ძმებმა ერთმანეთს ჭურვები ესროლეს, სამოქალაქო ომი აქედან დაიწყო, აქედან გავრცელდა საქართველოში უკუნეთი სიბნელე რომელმაც მთელი 10 წელი გაგრძელდა! 1989 წლის შემდეგ ეს ადგილი ღვთისგან დაწყევლილია. ხომ ხედავთ რამდენი ახალგაზრდაც (უფროსებიც) მიუახლოვდა ყველას აემღვრა გონება და მათში იმძლავრა ეშმაკეულმა! ყველა სატანური სახე იქ მისულა და ბელადობენ! ვიცი ახლა ამას ჩამითვლით მეტაფორად, პროპაგანდად, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ბნელი ძალები ისეთივე რეალურია, როგორც ღვთის მადლი! ღვთის მადლი კი განეშორა ძმათა დაღვრილ სისხლს, ღვთისმშობელი აღარ გვაფარებს წყალობის კალთას! აბა ასე თუ არაა ამდენი გიჟი შვილი (სირცხვილია, შეცვალე, ...) რატომ შეგვეძინა?!
5 წლის უკან
სოციალისტი შეცდომები მომდის, ბოდიშს ვიხდი. გაგზავნამდე ჩემს ნაწერს ვერ ვხედავ, რომ დავაკორექტირო!
5 წლის უკან