ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
გუბაზ სანიკიძის განცხადების ყველა წინადადების შემდეგ, გულუბრყვილო შეკითხვები გამიჩნდა:
- „ეს (სააკაშვილთან შეხვედრა) გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ. ქვეყანა ძალიან მძიმე დღეშია, საქართველოს საქმეები მთლად კარგად არაა. გვაქვს დიდი საშინაო და საგარეო გამოწვევები".
შეკითხვა - და ამ გამოწვევების გადასაწყვეტად სააკაშვილთან მიდიხარ? ადამიანთან რომლის მმართველობის სისტემამ დატოვა ის მემკვიდრეობა, რომლის გამოსწორებასაც წლები სჭირდება? უკაცრავად, მაგრამ ხელოსანს, რომელმაც კაფელი ცუდად კი არა საშინლად დაგიგო, ხელახლა მოიყვან?
- "გვყავს უვიცი, უწიგნური ხელისუფლება".
შეკითხვა - სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლება ვარსკვლავებს წყვეტდა თავისი ცოდნით? და თავად სააკაშვილი არ იყო მათი "წიგნიერების" მთავარი განმსაზღვრელი?
- "სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება. თუ არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, მე ამას მივესალმები"
შეკითხვა - ხალხის გადაწყვეტილება კარგად ჩანს იმ "აქციებზე", რასაც სააკაშვილის პარტია ატარებს.
- "მეც და სააკაშვილიც გადავაახტით საკუთარ თავს და საკუთარ ეგოს, მე მგონი, ეს უნდა დაფასდეს და სალანძღავი არ უნდა იყოს. არც ის მაკლებდა კრიტიკას, თავგასიებულს მეძახდა".
მოწოდება - გადაახტით ერთმანეთს