ბექა ნაცვლიშვილი: „რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე? მაშინ, ყველა ზღვარი და პრინციპი ირღვევა,“

ბექა ნაცვლიშვილი: „რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე? მაშინ, ყველა ზღვარი და პრინციპი ირღვევა,“

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავი მოვლენები პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას აღრმავებს.

„რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე? მაშინ, ყველა ზღვარი და პრინციპი ირღვევა, ისევ ძველ დროში ვბრუნდებით, როცა მთავარი მიზანი იყო ვიღაცის გადაგდება და ხელისუფლების გადაგდების მერე რა მოხდებოდა, აზრი არ ჰქონდა. მთავარი იყო გადაგდების პროცესი და სხვა არაფერი. პოლიტიკოსების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობაა და ეს დათესა 30-წლიანმა უშინაარსო პოლიტიკამ, უშინაარსო დავამ, პოლიტიკური პროცესების სიმულაციამ. მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკოსების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ასეთი რაღაცები პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს, რადგან ჩათვლიან, რომ პოლიტიკოსები უპრინციპოები არიან და ბევრ რამეზე წასვლა შეუძლიათ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს 23 ნოემბერს შეხვდა.

 

შაქრო ეს კაცი ძალიან მომწონს. ეს და კიდევ ლორთქიფანიძე. მათ შეუძლიათ შექმნან მემარცხენე დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს. ყოველ შემთხვევაში სხვები არ არიან და ამათი იმედი მაინც შეიძლება გქონდეს.
5 წლის უკან
trampi გეთანხმები კაი კაცია ....მაგრამ ეხლა მაგის აყირავების დრო არ იყო
თუ კაი ბიჭი იყო, მაგას და სხვა კაი ხალხს, შიგნიდან უნდა ეგინებინა ყველასთვის დედის პრო....ჭი და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ, აყალმაყალის
გარეშე უნდა მოეგვარებინათ ამ არჩევნების საქმე...
5 წლის უკან