“რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონკორდატის გაუქმებას ითხოვს

“რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონკორდატის გაუქმებას ითხოვს

“რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.

"რესპუბლიკელების" თქმით, ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში.

პარტიის თქმით, აშკარაა ორმხრივი "პარტნიორობის" სარგებლიანობა, რითაც მათი განცხადებით, "ფერხდება უფრო დიდი რამ - სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები.

21-ე საუკენეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა".

"საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის მავნე, უკანონო ურთიერთგარიგეგების შეწყვეტის გზად გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

  1. სამართლებრივად აღიკვეთება ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში;
  2. ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით;
  3. განათლება ქვეყნის ფუნდამენტია და ამ სფეროში განსაკუთრებით მძიმეა ის უკანონო და რეგრესიული ხასითის ინტერვენცია საპატრიარქოსა და მისი მართული ჯგუფების მხრიდან, რაც მუდმივად აფერხებს განათლების სისტემაში ძირეული რეფორმების არა თუ განხორციელებას, არამედ დაწყებასაც კი. შეთანმხების გაუქმებით, ხელისუფლებას გაუუქმდება სამართლებრივი ვადლებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. (მაგალითად კანონპროექტების განხილვისას სასულიერო პირების ჩარევა ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის გამოყენება იგივე მიზნისთვის);
  4. საპატრიაქროს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჭვირვალე საქმიანობა ასევე, მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას. ამდენად, სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციების, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობასაც;
  5. აღიკვეთება საპატრიარქოსათვის გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი;
  6. შეწყდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი;
  7. შეწყდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა - საგადასახადო შეღავათების სახით", - წერია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.

პარტიის ცნობით, ამ ღონისძიებების გასატარებლად აუცილებლად უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი, რომლიდანაც უნდა ამოვიდეს ჩანაწერი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ, ცალმხრივად გაუქმდეს შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემული ფულადი სახსრებისა და ქონების ოდენობას;
  • საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯის მიზანშეწონილობას;
  • საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას და მათ შესაბამისობას საქართველოს განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. თბილისის მერიის მორიგი ინიციატივა, რომ 2020 ბიუჯეტით განისაზღვრება საპატრიარქოს დამატებითი დაფინანსება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მავნე პრაქტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის დასრულების ერთადერთ გზად გვესახება კონკორდატის გაუქმება", - წერია რესპუბლიკელების განცხადებაში
სოციალისტი ჩვენ, ხალხი ვითხოვთ, გამოცხადდეს რესპუბლიკური პარტია დაშლილად!!! ამაზე უფრო მახინჯი წარმონაქმნი ჯერ ექიდნესაც არ უშვია!
5 წლის უკან