ზურა ჯაფარიძე: „გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი – თუ ვინმე ფიქრობს, რომ გინების გამო “გირჩი” განაწყენდება, ცდება” 

ზურა ჯაფარიძე: „გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი – თუ ვინმე ფიქრობს, რომ გინების გამო “გირჩი” განაწყენდება, ცდება” 

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ კრიტიკის ან გინების გამო გირჩი განაწყენდება, ცდება. თუ ვინმე ფიქრობს, გირჩი შეიცვლება და აწი, ან ოდესმე, ისე მოიქცევა როგორც ოპოზიციურ პარტიებს ან რომელიმე ძლევამოსილ ინსტიტუტს მოეწონება, ასმაგად ცდება“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქზე” წერს.

„გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ოპოზიციური პარტიები არ აკრიტიკებენ (აგინებენ) გირჩს ‘ხატების’ აქციასთან დაკავშირებით, ეგ არ არის გულწრფელი. ნებისმიერისთვის, ვინც პოლიტიკას ადევნებს თვალყურს ამ ქვეყანაში, ცხადია რომ, რომ არა არსებული ერთობლივი საკონსულტაციო ფორმატი, ამ აქციის გამო უამრავ კრიტიკას (გინებას) მივიღებდით მათგან და ეს ნორმალურია.

როდესაც გირჩი ამბობს რომ არაფერი დასამალი არ არის, ამასაც ვგულისხმობთ. დროის ამ კონკრეტულ მომენტში ერთად ვიკრიბებით ერთი კონკრეტული მიზნისთვის. ამ მიზნის გარდა, სხვა რაიმე საერთო არ გვაქვს.

და არც უნდა ვითამაშოთ, თითქოს გვაქვს, თუ ვინმე ფიქრობს რომ ‘ახლა ერთმანეთის კრიტიკის დრო არ არის’, ცდება რაც არ მოგვწონს, უნდა ვაკრიტიკოთ, ესაა ჯანსაღი და გულწრფელი ქცევა.

თუ ვინმე ფიქრობს რომ კრიტიკის ან თუნდაც გინების გამო გირჩი განაწყენდება და გამოეთიშება საერთო საკონსულტაციო ფორმატს, ასევე ცდება. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნის გამო ვართ იქ.

თუ ვინმე ფიქრობს რომ გირჩი შეიცვლება და აწი, ან ოდესმე, ისე მოიქცევა როგორც ოპოზიციურ პარტიებს ან რომელიმე ძლევამოსილ ინსტიტუტს მოეწონება, ასმაგად ცდება. გულწრფელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხოლოდ გულწრფელობა მოიგებს ამ ბრძოლას თოფიანი ხალხის და დიდი ფულის წინააღმდეგ“, – წერს  ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.