გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა

გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა

ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია. მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება შეიცვალა მათზე,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძის და ვალერი გელბახიანის შეხვედრას და აცხადებს, რომ საზოგადოება გუბაზ სანიკიძისგან და ვალერი გელბახიანისგან ღირსეულ ნაბიჯებს ელოდა.

მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ მათი ერთობა მნიშვნელოვანი ძალა შეიძლება იყოს „ქართული ოცნების” წინააღმდეგ.

„მართალი გითხრათ, ცოტა გულდაწყვეტაც მაქვს, რადგან არიან ადამიანები, რომელთა მხრიდან საზოგადოება ელის ღირსეულ ნაბიჯებს, თუნდაც გელბახიანის მხრიდან, რომელიც იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მე ვერ გეტყვით, რომ ბადრი პატარკაციშვილს, როგორც პილიტიკოსს მხარს ვუჭერდი, ეს ასე არ არის, ან გუბაზ სანიკიძე, თქვენ თვითონ იხილეთ, რა პოზიციით გამოირჩეოდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ არ მიკვირს რატომღაც. ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია. მნიშვნელოვანი ძალა არ შეიძლება იყოს და ვერც განვიხილავ. მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება შეიცვალა მათზე,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შაქრო ადამიანური ტრაგედია კი არა სხვა რამეა. იცით რა მიკვირს, სანიკიძეს და გელბახიანს სახეზე აწერიათ რაც არიან, ამას რატომ ვერ ხედავს ხალხი.
მგრამ კიდევ უფრო მიკვირს ვის რაში სჭირდება ისინი. რომელი ავტორიტეტები არიან ეკონომიკაში, კანონმდებლობაში, სახელმწიფო მართვის საქმეში. ან საერთოდ რამე სფეოროში. ან რა გაუკეთებიათ ყალბი პათოსით ლაპარაკის გარდა,
5 წლის უკან