პანკისში სისხლიანი შეტაკება მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის მოხდა - მოკლულია ერთი ადამიანი და დაჭრილია ოთხი

პანკისში სისხლიანი შეტაკება მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის მოხდა - მოკლულია ერთი ადამიანი და დაჭრილია ოთხი

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი.

როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.