გრიგოლია დუმბაძეს: ხუმრობის გარეშე გეკითხებით, ნელ-ნელა ხელი თქვენც ხომ არ გიხმებათ?

გრიგოლია დუმბაძეს: ხუმრობის გარეშე გეკითხებით, ნელ-ნელა ხელი თქვენც ხომ არ გიხმებათ?

“თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც გვყავს, ახლა კი ებრძვით. გამოდიხართ და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გაქვთ ამ ხელისუფლების მიმართ… ყველას ძალიან კარგად ახსოვს გამხმარი მარჯვენა და მარცხენა ხელი. შესაბამისად, ხუმრობის გარეშე გისვამთ ამ კითხვას, გამხმარ ხელთან დაკავშირებით, თქვენ ხომ არ გიხმებათ ეს ხელი ნელ-ნელა?”, – ამ კითხვით ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაერთიანებული ოპოზიციის წევრს მურმან დუმბაძეს TV- “პირველის” ეთერში მიმართა.

დუმბაძემ გრიგოლიას უპასუხა:

“მე თანახმა ვარ განეორდეს 2012 წლის 1 ოქტომბერი, მაგრამ 2 ოქტომბერი არ მომწონს. მე ვიყავი საქართველოს პარლამენტში პირველი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წამოვიდა და წამვიდა ძალიან მალე,” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 2012 წელს მურმან დუმბაძე აცხადებდა, რომ ვინც არჩევნებზე 5 ნომერს (ნაციონალურ მოძრაობას) შემოხაზავდა სიმსივნე/ინფექცია დაემართებოდა, ან ხელი გაუხმებოდა.