დათანხმდება თუ არა „ოცნება“ დასავლელი შუამავლების მეშვეობით ოპოზიციასთან მოლაპარაკებას

დათანხმდება თუ არა „ოცნება“ დასავლელი შუამავლების მეშვეობით ოპოზიციასთან მოლაპარაკებას

„ქართულ ოცნებაში" ჯერ არ იციან შედგება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციასთან დასავლელი შეუმავლების მონაწილეობით. როგორც „რეზონანსთან" საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ფორმატზე დისკუსიას დახურულად მიიჩნევს, გამორიცხული მაინც არაფერია.

„განხილვა ყველაფრის შეიძლება. რა იქნება გადაწყვეტილება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ," - აღნიშნავს კაკულია „რეზონანსთან".

განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დასავლელი შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს, 26 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერი იაგო ხვიჩიამ გააკეთა. ხვიჩიამ ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აქ გუნდური პასუხია უშუალოდ მნიშვნელოვანი. ეს არ არის ის თემა, რაზეც ჩემი შეხედულებით პასუხი შეიძლება გაგცეთ. ზოგადად, ჩართულობა არასდროს არის გვიანი, მაგრამ გუნდმა უკვე გამოაცხადა, რაც გამოაცხადა. გუნდი ჩამოყალიბდება და გუნდის პოზიციის ჩამოყალიბებაში მივიღებდი მონაწილეობას," - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

trampi ზუსტადაც რომ ...... ამ არეულობებს ნაცები სწორედაც რომ მაგ დასავლეთის იმედით აწყობენ
სწორად ისინი არიან მაგათი აითოლა ხომეინები....
5 წლის უკან