„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტის კითხვაზე: სააკაშვილი მას ჯალათს ეძახდა, პასუხობს, რომ ის მას თავგასიებულს ეძახდა და არა ჯალათს.
- ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯალათს გეძახდათ.
- ჯალათს როდის მეძახდა, კაცო, თავგასიებულს მეძახდა - ამბობს გუბაზ სანიკიძე.
სანიკიძემ დღეს მედიასთან ვრცლად ილაპარაკა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, აუცილებლად შეუწყობს ამას ხელს.
გარდა ამისა, გუბაზ სანიკიძემ 2012 წელს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე ისაუბრა. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის სახელია ნახსენები.