მოგვწონს თუ არ მოგვწონს მიხეილ სააკაშვილი, ჩემი შეფასებით საქართველოში ყველაზე გავლენიანია - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესებისთვის.
„მიხეილ სააკაშვილი მზად არის პოლიტიკური პროცესებისთვის და რაც მთავრია მას აბსოლუტურად სრულად ესმის შექმნილი ვითარება. მარტო ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ამოცანაა ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის ის, რომ მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას, რომელიც არის ავტორი საქართველოს კატასტროფის. თუ მიშა ჩამოვა მე ხელს შევუწყობ, მასაც აქვს შეცდომები, მაგრამ ზვიადის სკამში არავინ ჩაუსვამთ. თქვენ ეტყობა არ იცით, რომ ქვეყანა არის სიმბოლოები.“- ამბობს გუბაზ სანიკიძე.