სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს იმ ცილისმწამებლური კამპანიისთვის, რაც მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განხორციელდა ბოდიშს უხდის.
“უწმინდესო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ დიდი ტკივილის გამო, რომელიც მოგაყენეთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმის გამო, რაც ეკლესიითვის და ჩემი სამშობლოსთვის გააკეთეთ. გაძლევთ პირობას, რომ არცერთ იმ ბინძურთაგანს არ შევარჩენ პირადად მე იმას, რაც თქვენ გაკადრეს. ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მე ამას შევძლებ! ამაში დარწმუნებული ვარ ისე, როგორც არასდროს.
მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის…
…გონზე მოსასვლელადაა!”- წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.