თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს “ქართულ ოცნებასთან“ ერთად ოპოზიციაში შესაძლოა, ვიხილოთ.
“2020NEWS” -ის კითხვაზე, წავა თუ არა კალაძე ოპოზიციაში, ოღონდ არა “ქართული ოცნებასთან“ ერთად ?! პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უფროა მოსალოდნელი.
“იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება უფრო დაიძაბება, მაშინ შეიძლება, კალაძემ ოპოზიციაში წასვლაზე იფიქროს. ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება“ ისე გაიყოფა, როგორც მოქალაქეთა კავშირი გაიყო. კახა კალაძესთან ერთად “ქართული ოცნების“ ნაწილი, კერძოდ, ახალგაზრდული გუნდი ოპოზიციაში გადავა“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ ჟურნალისტებთან არ გამორიცხა, რომ “ხვალ“ შესაძლოა, მის გუნდთან ერთად ოპოზიციაში ვიხილოთ