გუბაზ სანიკიძე საკუთარი უპრინციპობის პრინციპულობის შესახებ ახსნა განმარტებებს აკეთებს – იცით, როგორ არის …

გუბაზ სანიკიძე საკუთარი უპრინციპობის პრინციპულობის შესახებ ახსნა განმარტებებს აკეთებს – იცით, როგორ არის …

პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ რომელიც ვალერი გელბახიანთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ტელეკომპანია პირველის ეთერში აღაღადდა:

“იცით, როგორ არის, ჩემს სურვილებზე, არ არის ცხოვრება მოწყობილი, ადამიანური ვართ სოციალური ცხოველები და იძულებული ვართ გავუწიოთ ანგარიში ერთმანეთს, ჩვენ არ ვირჩევთ პარტნიორებს.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდანაც კი – 600 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს ნაციონალურ მორაობას, ეს ჩვენი ერის ნაწილია, ჩვენი სისხლი და ხორცია.

მოკლედ ვიტყვი, გატეხილი ღამეები, ნაფიქრალი, ეს ნაბიჯი არ იყო ასე უცაბედი და თავქარიანი, არც ჩემთვის და არც გელბახიანისთვის, რომელიც რეპრესირებული იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, ვინმე იცის მასზე მეტი რეპრესირებული?

ჩვენზე ის ხალხი ლაპარაკობს, რომლებიც, ჩვენ რომ ქუჩაში ვიყავით და სააკაშვილს ვებრძოდით, უკეთეს შემთხვევაში არ ჩანდნენ და უარეს შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის რიგებში იდგნენ.

რატომ იყვნენ ჩვენს გამო შოკში? ყოველდღიურად შოკში რომ არის ადამიანთა ჯგუფი, ეს ჩემი ბრალი არ არის, მე ღიად ვთქვი რომ ვაპირებ ჩასვლას, ზოგი პოლიტიკოსივით, ჩუმად რომ ჩადის მიშასთან, ისე რა მოვიქეცი.

სამი დღის განმავლობაში, საათობით ვსაუბრობდით ჩვენ და სააკაშვილი, ვისაუბრეთ წარსულზეც, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა და გავარკვიეთ წარმატებით.

მთელი ხიბლი და მარილი იმაშია, რომ ჩვენ ასე დაპირისპირებული ადამიანები, საკუთარ თავს გადავახტით ამ ქვეყნისთვის და ამ ხალხისთვის.” – განაცხადა სანიკიძემ

trampi ქაქის ბოჩკა ...
ამას როგორ ვუჯერებდი და დავდევდი?
ესეიგი მეც ვერ ვყოფილვარ ნორმალურ მატორზე აწყობილი, ყველაც მომატყუებს
ისე კი .. მართლა ასეა და ჭკვას მაინც ვერ ვსწავლობ
5 წლის უკან