აღარ იცის რა ქნას,  ხატი ჩამოხსნა კედლიდან, უფრო კარგად რომ გამოჩნდესო – ეხლა, როდესაც, გაპარტახებული ხარ, გაქცეული ხარ, დაშინებული ხარ, ვერ მობრუნდები! 

აღარ იცის რა ქნას,  ხატი ჩამოხსნა კედლიდან, უფრო კარგად რომ გამოჩნდესო – ეხლა, როდესაც, გაპარტახებული ხარ, გაქცეული ხარ, დაშინებული ხარ, ვერ მობრუნდები! 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

“აღარ იცის რა ქნას,  ხატი ჩამოხსნა კედლიდან, უფრო კარგად რომ გამოჩნდესო! არ ხარ შენ მორწმუნე კაცი, არც ვაჟკაცი ყოფილხარ როდესმე! პირველი პირი იყავი შენი ხელისუფლების, გყავდა პრემიერი მერაბიშვილი, ახალაია შსს-ს მინისტრი, ადეიშვილი პროკურორი და რა? გადაგამტვრია ხელისუფლება თავზე 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მაშინ, როდესაც 100%-იან ძალაუფლებას ფლობდი! ეხლა, როდესაც, გაპარტახებული ხარ, გაქცეული ხარ, დაშინებული ხარ, ვერ მობრუნდები!!! არ არსებობ, ღირსეული ერისთვის შეურაცხადო მიდი და ებჟუტურე შენს “მრევლს”! – წერს დიმიტრი სამხარაძე