"რა ქენი ბიძინა, რატომ გააცოცხლე ჩვენგან მოკლული ნაცები, ვინ მოგცა მაგის უფლება?!"

2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილემ, აქციაზე მოკლული ნიკა კვინტრაძის მეგობარმა, რეზო რეხვიაშვილმა ფეისბუქით ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

"რა ქენი ბიძინა ეს ?!

რატომ გააცოცხლე ჩვენგან მოკლული ნაცები?!

ვინ მოგცა მაგის უფლება?!

ნაცებთან ნაბრძოლი ხალხი დაგვიკიდე-გაგიტარეთ.

არც ერთი დაპირება არ შეასრულე -ეგეც გაგიტარეთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო - ყველაფერი გაგიტარეთ. მაგრამ ეს...

ხომ გამართლდა სიტყვები no justice no pease, რომელიც ყურად არ იღე და ამას კოჰაბიტაცია დაუპირისპირე. მაგრამ ვისთან, გიენებთან?!

ნუთუ იმდენად უჭკუო ხარ, რომ შანსი გქონდა ისტორიაში შესულიყავი დავითის, გიორგის, თამარის გვერდით არა, მაგრამ მათ შორიახლოს, შენ კი ბაღვაშთა, მხარგრძელთა და ყორღანაშვილთა საქმის გამაგრძელებლობა ირჩიე. იმას, რაც ჩაიდინე, ვერანაირი ქველმოქმედება ვერ გადაწონის. ცოდვა-მადლი კი იწონებაო ნათქვამია",-წერს რეზო რეხვიაშვილი.

trampi მიშასგან ნაცემ--ნაბეგვი ბევრი კაცის სათქმელს ამბობს ეს კაცი, ძალიან ბევრის
არადა მართლა რა სჯობია ისტორიაში კაი მამულისშვილის სახელით შესვლას?? უბრალოდ ვერ ვიგებ.....ფული როგორ უნდა ამჯობინო ამას??
გამოდის რომ ძაან მიამიტი ვარ
5 წლის უკან