წვიმა და თოვლი - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

წვიმა და თოვლი - ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 27-28 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.