არ გინდა "ნაციონალური მოძრაობა?" მოდი და დადექი აქ! — ასე მიმართავს მოქალაქეებს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტის წინ დემონსტრაციას შეუერთდა.
მარგველაშვილის განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქციაზე "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის ან "ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის დგანან, პრინციპულად ცდება.
„თუ გინდათ, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მოდით და დადექით აქ, რადგან პროპორციული არჩევნები მოიტანს იმას, რომ ყველას ექნება თავის წილი… თუ გინდათ, რომ აღარ მოხდეს ერთის მიერ მეორე ხელისუფლებისთვის ყველაფრის 100%-ით გადაცემა, მოდით და დადექით აქ“, - აცხადებს მარგველაშვილი.
ნაღდი ქართველი ხალხი არ მოვა.