“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს. როგორც “2020NEWS” - თვის გახდა ცნობილი, გაზდელიანი სწორედ მაშინ დააკავეს, როდესაც აქციაზე ავტომობილით შეშის შეტანას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და დააკავეს.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციის მომხრეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შემდეგ ისინი პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ, სადაც აქციას გამართავენ და მოითხოვენ, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ “2020NEWS” გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებულები და ისინი აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე არც კარვების და არც გათბობის საშუალების - შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევენ.

Katana . არც ბუხრების აშენების ნებას არ აძლევენ რუსთაველზე?
5 წლის უკან
Katana . ახლა გამოვა სალომე სამადაშვილი და იტყვის, რომ აღა-მაჰმად-ხანის გარდა, არ აგონდება რომელიმე დიქტატორი, რუსთაველზე კარვების დადგმა და კოცონების გაჩაღება აეკრძალოს ოპოზიციისათვის! :)
5 წლის უკან