ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ფეისბუქზე დაწერილ პოსტს ეხმაურება. საუბარია რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერს, რომ როგორც ბუტა რობაქიძე მოკლეს უმოწყალოდ, ასევე მოკლეს თემირლანი, თუმცა "მაჩალიკაშვილებს მკვდარი შვილი ფულზე არ გაუყიდიათ".
"მაგ სიმართლით იარეთ ბატონო მალხაზ! მეცოდებით, ისეთი რამ იკადრეთ. ერთადერთი ანგელოზი შვილი წამართვეს ,რუდუნებით გაზდილი და ენა როგორ მოგიბრუნდათ, ასეთი სიბინძურე ამოგეშვათ პირიდან. უფალმა შეგინდოთ.", - წერს ია მეტრეველი.