გია ხუხაშვილი: “ოცნებამ“ გადაიმღერა ის, რაც ვიცოდით

გია ხუხაშვილი: “ოცნებამ“ გადაიმღერა ის, რაც ვიცოდით

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი “2020NEWS“-თან მმართველი პარტიის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ხელისუფლებამ ადეკვატურობა კიდევ ერთხელ გამოავლინა.

“დღევანდელი ბრიფინგი იყო, ფაქტობრივად, გადამღერება იმისი, რაც ისედაც ვიცოდით. დღეს ახალი არაფერი გაგვიგია. დავინახეთ კიდევ ერთხელ ის, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად არაადეკვატური“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველი პარტია 2020-2021 წლებში პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.