“არჩევნები - გაუქმდა, სახალხო წინააღმდეგობა - გადაწყდა”, - ასე აფასებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გაახმოვანა. “მთლად ამასაც არ მოველოდი: შინაარსიც კი ვერ გამოვიტანე. ერთადერთი, რაც დავადგინე, გადაწყდა: არჩევნები - გაუქმდა, სახალხო წინააღმდეგობა - გადაწყდა“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისი უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით.