აფხაზი „კანონიერი ქურდები“ პატარა გოგონას თვალწინ ჩაცხრილეს

აფხაზი „კანონიერი ქურდები“ პატარა გოგონას თვალწინ ჩაცხრილეს

სოხუმში კანონიერი ქურდების მკვლელობა პატარა გოგონას თვალწინ მოხდა. ამის ამსახველი კადრები „ტელეგრამ-არხზე" გამოქვეყნდა.

კადრებზე ჩანს, რომ ბავშვის დედა ქუჩაში მოსეირნე შვილს ვიდეოს უღებდა, მოულოდნელად სროლა იწყება და ბავშვი დედისკენ გარბის.

მკვლელობის ადგილას 80-ზე მეტი ვაზნა იპოვეს. მოკლულია ორი კრიმინალური ავტორიტეტი და კიდევ 4 ადამიანია დაჭრილი. სროლა სოხუმში რესტორან „სან რემოსთან" მოხდა.

მკვლელების მსხვერპლები 38 წლის ასტამურ შამბა (კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც ასტიკ) და ალხას ავიძბა (ხასიკ) იყვნენ. დაშავებულებს შორისაა ოფიციანტი ქალი.

ასტიკი და ხასიკი 53 წლის კანონიერი ქურდის რაულ ბარცბას (პიზა) ახლობლები არიან, რომელიც რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან არის კონფლიქტში. დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუჭერიათ.