თორნიკე მამალაძე: სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ

თორნიკე მამალაძე: სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმე შორენა თეთრუაშვილი აფერხებს. ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს და პატრიარქის მდივან რეფერენტს ახალ ბრალდებებს უყენებს.

„კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ. გიორგობას გილოცავთ!“ - წერს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე დეკანოზის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

trampi შორენა შორენა შორენა
რა გახდა ეს შორენა ასეთი?? როგორ პატრიარქს უჯოკრააავს??
შორენა შორენა შორენა


მაყვალა მაინც რქმეოდა ....ვიტყოდდი მაგარია მეთქი
შორენა მე მარტო სტოუნი ვიცოდი
იმას .... შარლზი ჰქვია
5 წლის უკან
სოციალისტი თორნიკე მამალაძეს მივმართავ!!! თქვენმა ძმამ გიორგო მამალაძემ თითონ თუ გაუგზავნა პრეზიდენტს თხოვნა შემიწყალეო???!!! და თუ გაუგზავნა, როდის გაუგზავნა. ასეთი თხოვნა თუ კი იყო არ შეიძლება თქვენ რომ გაასაჯაროოთ?!
5 წლის უკან