"ნუ გაისვრებით მაგ ნაძირალებთან, მერე ვეღარ გაგრეცხავთ რიონი და ალაზანი" - ვის მიმართავს ჟურნალისტი

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი ახალგაზრდებს მოუწოდებს, ნუ დადგებიან „იდეოლოგიურად სადისტი მკვლელების პარტიასთან“, რადგან მათ რეჟიმს შეეწირა „ასობით ახალგაზრდის სიცოცხლე, რომლებსაც გამოძიების და სასამართლოს გარეშე ქუჩებში ხოცავდნენ“.

„ახალგაზრდებო, „ვინც გარეწარს ხელს ართმევს, თავადაც გარეწარია. გარეწრობა გადამდებია, შეხებითაც გადადის“, - ოთარ ჭილაძემ თქვა, ხოლო მე და უამრავი ჩემი თანამოაზრე, თანამებრძოლი 100% ვეთანხმებით.. თქვენთვის ვამბობ, თავებს ნუ დაიღუპავთ, რაღა დროს ნაცებზე ლაპარაკია და რა მოხდა მერე, იქ სხვებიც დგანან - არც ისე პატარები ხართ, ასე რომ გაგოიმებენ... ნუ გაისვრებით მაგ ნაძირალებთან ერთად, მერე, ვეღარ გაგრეცხავთ რიონი და ალაზანი, არადა მთელი ცხოვრება წინ გაქვთ...

სადღაც 15 წლის წინ, იდეოლოგიურად სადისტი მკვლელების პარტიამ, მათ ტირან ლიდერთან ერთად, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოგვიცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, დარბაზმა აიტაცა ერთსულოვანი ტაშით და თავისუფლებისმოყვარე საზოგადოების დასაშინებლად, საქართველოში დაიწყო ოფიციალური ტერორი ! .. ეგონათ დაგვაჩოქებდნენ...

სისხლიან ნაც-რეჟიმს შეეწირა ასობით ახალგაზრდის სიცოცხლე, რომლებსაც გამოძიების და სასამართლოს გარეშე ქუჩებში ხოცავდნენ... კლავდნენ ყველას, განსაკუთრებით ვაჟკაცებს... კლავდნენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, გმირ სამხედროებს, ბიზნესმენებს...

15 წლის წინ, დღეს, მოგვიკლეს ხელებაწეული დედისერთა 19 წლის ანგელოზი ბუტა რობაქიძე.... სისხლისგან იცლებოდა და ექიმის მოყვანის მაგივრად, ავტომატი მოუტანეს და დაუდეს, მომაკვდავთან იდგნენ და იცინოდნენ... და რამდენი ასეთი გავიხსენო... რამდენ მშობელს გაუმწარეს სიცოცხლე, რამდენ ოჯახს ჩააცვეს შავები?!

აქ ლაპარაკი აღარ არის პოლიტიკაზე, ამორალურია მათთან ერთად დგომა კი არა, ახლოს მოშვებაც კი, გამარჯობის თქმაც სირცხვილია!“, - წერს გიორგობიანი.

თამაზი მართალი ბრძანდებით ქალბატონო მანანა. ქართული ანდაზაა, ქურდთან დაიჭერ საქმეს - ქურდი ხარ, ბოზთან - ბოზი, მატყუარასთან მატყუარა და ა.შ., დაფიქრდით ახალგაზრდებო, ჩემო კარგრბო.
5 წლის უკან