"ვაჟა ექიმი რომ დააკავეს,ვიღაცამ დაწერა, რომ მოდით სამხედრო გზა გადავკეტოთო და ქოცების არმიამ კინაღამ ჩაკლა"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს წერს.

გთავაზობთ პოსტს:

"ქოცების ბინძური, მოღალატე ხელისუფლება - სანაგვეში! Shorena Marsagishvili

უკვე წლებია საქართველოს ხელისუფლება _ მოქმედი და წინაც _ თავს იწონებენ იმით, რომ ცხინვალელ ოსებს და აფხაზებს უფასოდ მკურნალობენ. ამ დროს აფხაზებიც და ოსებიც ქართველებს ხოცავენ და ამაზე არავინ აგებს პასუხსწ. ვაჟა ექიმი რომ დააკავეს, სოციალურ ქსელში ვიღაცამ დაწერა, რომ მოდით სამხედრო გზა გადავკეტოთო და ქოცების არმიამ კინაღამ ჩაკლა. ეს გზა დღეს თოვლმა ჩაკეტა.

მიმაჩნია რომ გზაც უნდა გადავკეტოთ, ოსებს და აფხაზებს მკურნალობაზეც უნდა ვუთხრათ უარი და ვაიძულოთ, ქართველებს წესიერად მოექცნენ.ამასთან სუსი და შსს იმედია განმარტავენ. როგორ უთვალთვალებდა ოსური უშიშროება ქართველ ექიმს. საიდან ჰქონდათ მასზე ინფორმაცია.პ.ს.არჩილ ტატუნაშვილი გახსოვთ იმედია, მაგის მკვლელობაში ლომის წვლილი ახალგორის იქაურმა გამგებელმა შეიტანა. მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მაგის დაცვის წევრი აქ გადმოათრიეს და უმკრნალეს.თავად ამ დამპალს კიდევ საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე ჰყავს საყვარელი. ქართველი კდემამოსილი ქალი, რომელთან გადმოდიოდა ჟინის დასაცხრობად.ეს ინფორმაცია თავის დროზე სუსს ზვიად კუპრავამ მიაწოდა.და კიდევ, ამ დამპალ და აყროლებულ მკვლეს მცხეთაში კარგი სახლი უდგას, რომელსაც ჩვენი პოლიცია იცავს"-წერს ცოტნე გამსახურდია, პოსტს კი სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.