ბონდო მძინარაშვილი:

ბონდო მძინარაშვილი: "ოცნება" ვერ მოიშორებს ამ ბნელ და ანჩხლ მეორე ნახევარს

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

"რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!" ასეა "ოცნების" საქმეც, რომელიც ძალიან ცდილობს ისინათლოს, მაგრამ ამ ბნელ და ბოროტ ნაცსექტასთან პოლიტქორწინებას ვერ ელევა. პირიქით, მასთან ურთიერთობით პოლიტორგაზმსაც კი აღწევს.

ჰოდა, ამიტომაც უწყობს ეს ბნელი მეორე ნახევარი ისტერიკას და მოითხოვს "ქონების ნახევარს", ანუ ძალაუფლების გაყოფას. უფრო შორს თუ წავალთ და "ოცნებას" სოკრატეს შევადარებთ, ნაცსექტა ის ქსანტიპაა, რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა, მაგრამ მაინც ვერ შორდება სულის ამოსვლამდე.

ასე რომ, "ოცნება" ვერ მოიშორებს ამ ბნელ და ანჩხლ მეორე ნახევარს. იქნებ, მაინც გავხდეთ მათი განქორწინების მომსწრენი?! თუ "ოცნება" ახალ წელს "ხალასტოი" არ შეხვდება, გაისად ამ "სოკრატეს" და იმ "ქსანტიპას" ისეთი მუტანტი გაუჩნდებათ, რომ სახელმწიფო თავზე დაგვემხობა!", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

სოციალისტი მხოლოდ სრულიად მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარებაშია გამოსავალი!
5 წლის უკან
სოციალისტი რეფერენდუმი, რეფერენდუმი, რეფერენდუმი!
5 წლის უკან