ნიკა მელია: 20 ივნისი დღეს გრძელდება

ნიკა მელია: 20 ივნისი დღეს გრძელდება

ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ეს არანაირი საკონსტიტუციო ორგანო არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

„ეს არის ორგანო, სადაც რამდენიმე დღეში უნდოდათ კოლექტიური მურუსიძეების დანიშვნა, საკუთარი ადვოკატის უზენაესი სამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა. შიგნით ყავთ შეყვანილი ხალხი, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესით ფულს აშოვნინებენ. ისინი ბარტერს აკეთებენ, ხელს აჭერენ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, როცა დაპირება არ სრულდება, დასავლურ დემოკრატიაში მთავრობა გადადგებოდა და ჩაინიშნებოდა არჩევნები.

„20 ივნისი დღეს გრძელდება, მაგრამ განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც აკადრა ივანიშვილმა საზოგადოებას. რაც შეეხება კახა კალაძეს, ვისაც არ ახსოვს, გაგახსენებთ – როცა უკრაინელი ხალხი ღელავდა მაშინდელი ოლიგარქი ხელისუფალის მიმართ, გამოვიდა კალაძე და თქვა, რომ სადღაც ერთ ქუჩაზე ხართ შეყუჟულები და რანაირი პროტესტი ეს არისო. რამდენიმე დღეში ის ოლიგარქი ქვეყნიდან გაიქცა. ამიტომ, კალაძე რას იტყვის, ნამდვილად არასერიოზულია. ჩვენ ჩვენი გეგმა და მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ საზოგადოების პულსზე დავადეთ ხელი, აქ ვიწრო პარტიული ინტერესით არავინ არ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც კი არიან გაოგნებული“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

სოციალისტი რა ტქმა უნდა 20 ივნისი დღეს გრძელდება! 20 ივნისიც და სხვა ყველა კრიზისი საქართველოში ნაცებმა და ევრონაცებმა დააყენეთ, სრულიად ხელოვნურად! ტქვენ არ გინდათ, რომ ამ ხელისუფლებამ არა თუ რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა გადაჭრას, არამედ ცდილობთ ქვეყნის ცხოვრების სრულ პარალიზებას დევიზით, თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში წყალს და მეწყერს წაუღია მთელი საქართველო! აი ამ პრინცპით ცხოვროთ, რადგან ხართ პარაზიტები და ხელისუფლებისაკენ მანიაკალური სწრაფვა გაქვთ! აი ეს არის მთელი თქვენი ცხოვრბა და შემოქმედება!
5 წლის უკან