თენგიზ შარმანაშვილი: ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თვითონ დამკვირვებლების განცხადებებიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი

თენგიზ შარმანაშვილი: ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თვითონ დამკვირვებლების განცხადებებიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა ევროპელი მაღალჩინოსნის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მათ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“.

„ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თვითონ დამკვირვებლების განცხადებებიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაინც აგრძელებენ ამას. ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და ასეთი უსამართლო დამოკიდებულება არ უნდა იყოს მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ხდება და ჩვენი რეაქციაც აქედან გამომდინარე იყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადებაზე საპასუხო წერილი გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ, რომელშიც ნათქვამია, რომ „17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც უხეში და უსამართლო თავდასხმა".