მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილის, ასევე ეპისკოპოსის, იერემია წამალაიძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა იყო. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი ეპისკოპოსი იერემია (იასონ) წამალაიძე სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა. ეს ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არ არის. ოჯახის ახლობლის ცნობით, ამ ოჯახს მას შემდეგ (1980-იანი წლები) რაც ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ისტაბლიშმენტს დაუპირისპირდა, არაერთხელ მიუღია მუქარის შემცველი შეტყობინება, თუმცა, ის არ არის ინფორმირებული ბოლო დღეებში აგორებული სკანდალების შემდეგ დაემუქრა თუ არა მათ ვინმე.
ცნობისთვის, განკვეთილი ეპისკოპოსი, ქრისტეფორე წამალაიძე ამ დღეებში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტს, ზოსიმე შიოშვილს დაუპირისპირდა. მეუფე ზოსიმე შიოშვილი კი, მამა გიორგი სხილაძემ, სასულიერო სემინარიის რექტორობის დროს, სტუდენტთან მამათმავლურ კავშირში ამხილა.
ასევე შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა 1995 წელის 15 სექტემბერს ეპისკოპოსს ქრისტეფორეს (წამალაიძე) ჩამოერთვა ეპარქია, შეუჩერდა წმინდა სინოდის წევრობა და მღვდელმოქმედება. აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზი წამალაძის ბიოგრაფიაში განმარტებული არ არის, განჩინება კი არ იძებნება. საკითხი კვლავ გადაისინჯა 2000 წლის 14 დეკემბერს და განკვეთილ ეპისკოპოსს კვლავ აეკრძალა მღვდელმოქმედება.