მაღალმთიან აჭარაში მოთოვა 

მაღალმთიან აჭარაში მოთოვა 

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მოთოვა. ფოტოებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მელანო ებეალიძე ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება: წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.