გიორგი ანდრიაძე : “არსებობს ფარული ჩანაწერები სასულიერო პირებზე, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა გააკეთა…”

გიორგი ანდრიაძე : “არსებობს ფარული ჩანაწერები სასულიერო პირებზე, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა გააკეთა…”

საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მეუფე პეტრეს დასჯით პრობლემები არ დასრულებულა. როგორც ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოფილ ხელისუფლებას შენახული აქვს სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერები, რომელიც თავის რიგს და დროს ელოდება.

„ის ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა გააკეთა, არსებობს სასულიერო პირებზე. შეიძლება, ისინი გამოჩნდეს ტელევიზიით. გამოჩნდება სასულიერო პირების პირადი ცხოვრება, ის ხაფანგები და მახეები, რაც მათ მოუწყეს, შეიტყუეს, თუ გაუკეთეს. ყველაფერი ჩაწერილია და დღეს თუ არა ხვალ, გავა“ – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისი თქმით, ეკლესიაში წმენდა უნდა მოხდეს. საპატრიარქო უნდა გაიწმინდოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ, საერო პირებისგანაც.

„მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ დაკარგოს რწმენა. ფარულ კადრებს როდის გაუშვებენ არ ვიცი, მაგრამ მთავარი ნაწილი ესაა. მთელი ეს ვაკხანალია სწორედ რწმენის დაკარგვას ემსახურება“ – აღნიშნა ანდრიაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

სოციალისტი ვისზეც არსებობს ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს გაკეთდა და ამ ფარულ ჩანაწერებში ეკლესიის მსახურნი უზნეო ანუ გარყვნილ ან სხვა რაიმე სამარცხვინო ქმედებას ქმედებას ახორციელებდნენ უნდა გაეთრიონ ეკლესიიდან, მართლმადიდებლობაში ჩვენ ვერ მოვითმენთ ამგვარ გარყვნილ ხალხს. ჩანაწერი კი არაა დამნაშავე, დამნაშავე არის ის ვინც ამ ქმედებას ახორციელებდა. ასეთ სატანასთან წილნაყართ რა უნდათ ეკლესიაში, ესენი არიან ღვთის მსახურები, ამათ რატომ უნდა წაბილწონ ეკლესია და რა პირით უნდა გვიქადაგონ ღვთის სიტყვა? საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ მთელი 7 წელი პლიუს გადაღებიდან 2012 წლამდე გასული დრო, რომ ჩუმად გაძურწულიყვნენ ეკლესიიდან, გაკრეჭილიყვნენ, გაეხადათ ანაფორა, რათა მოენანიებიათ და თოხისა და ბარისთის მოეკიდათ ხელი! არ წავიდნენ?! ე.ი. ფიქრობენ, რომ ხახვივით შერჩათ ყველაფერი და ალბათ კვლავ აგრძელებენ თავიანთ უმსგავსო საქციელს! თუ პატრიარქი საქმის კურსშია ვინ რას წარმოადგენს და მაინც იფარავს, სულერთია რა მიზეზით, ამ წარწყმედილებს, მაშინ ვაი და ვუი ჩვენო საქართველო, ჩვენო ეკლესიავ!
??????????????????!!!!!!!!!!!
5 წლის უკან