ლალი მოროშკინა : “ეპოქალური ამბავი მოხდა! – ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუ ვინ ურევს ქვეყანაში…”

ლალი მოროშკინა : “ეპოქალური ამბავი მოხდა! – ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუ ვინ ურევს ქვეყანაში…”

31.10.2019 ეპოქალური ამბავი მოხდა! რუის-ურბნისის ისტორია ყველამ ვიცოდით, მოღალატე მღვდელმთავრებისაც, მაგრამ გვიჭირდა გაცნობიერება, – ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის მეშვეობით, გუშინდელ სინოდის სხდომაზე მომხდარს ეხმიანება.

ვინც ვერ ხვდება,

31.10.2019 ეპოქალური ამბავი მოხდა! რუის-ურბნისის ისტორია ყველამ ვიცოდით,

მოღალატე მღვდელმთავრებისაც, მაგრამ გვიჭირდა გაცნობიერება…

დღეს ყველაფერი დალაგდა!

პატრიარქი-ჩვენი სიწმინდეა, რომელიც გაიმეტეს…

დღეს საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ ნაციონალები საშიში სექტაა, მიშა კი ყველაფერზე წამსვლელი !

დღეს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, თუ ვინ ურევს ქვეყანაში!

მარცხენა ლოყა არა კვახი!

ან ახლა გავიხსენებთ ვისი გორისა ვართ,

ან ახლა დავანთებთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სანთელს,

ან ახლა გადავეფარებით ფარად ჩვენს კეთილ მწყემსს, ან არადა ფურთხის კი არა გადაშენების ღირსნი ვართ! – წერს ლალი მოროშკინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სინოდის სხდომაზე ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტი და მეუფე, პეტრე ცაავა გადააყენეს, რასაც პეტრეს მხრიდან პატრიარქზე სკანდალური განცხადებები მოჰყვა.