პეტრე ცაავა : “ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას”

პეტრე ცაავა : “ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას”

ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას. ვეცდები, ეს ყველაფერი ქრისტიანულად იყოს, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვეტ, რას ვიზამ და გაიგებთ თქვენც. მეუფე გრიგოლთან კომუნიკაცია დღეს არ მქონია“,– განაცხადა პეტრე ცაავამ.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე და ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მიიღო.

მისივე თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.