"გარკვეულ პირებს იაკობის დაპირისპირება სურთ ივანიშვილთან და მეუფე შიოსთან"-

მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს უნდათ მეუფე იაკობის დაპირისპირება, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ისე ამ ხელისუფლებისთვის.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება იქნება არასწორი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

შეგახსენებთ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.