საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის თხოვნა დააკმაყოფილა და მისი ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის ბრძანებას ხელი მოაწერა.
“ა.წ. 28 ოქტომბრიდან, მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), პირადი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსობისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობიდან“, ვკითხულობთ პატრიარქის ბრძანებაში.