„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, გამოძიება დაუყოვნებლად უნდა დაიწყოს. თუ გამოძიება არ დაიწყება, ეს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.
„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. გამოძიების არდაწყება პირდაპირ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საუბარი, რომ თითქოს ეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფის მიერ გაკეთებული განცხადება იყო, არის აბსოლუტურად სისულელე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და ასეთი გამონათქვამები არ შეიძლება იუსტიციის მინისტრისგან, რომელიც ამ უმძიმეს ამბავს ისმენს. მჯერა და არ მჯერა არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა არის გამოძიების საკითხი, ამიტომ არის საჭირო,რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყოს“,- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა,რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ,რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური, ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.