ანდრია ჯაღმაიძე: ეს წელი სინოდის სხდომის გარეშე არ ჩაივლის

ანდრია ჯაღმაიძე: ეს წელი სინოდის სხდომის გარეშე არ ჩაივლის

სანამ პატრიარქი არ იტყვის, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ როდის გაიმართება სინოდის სხდომა, - ამის შესახებ “2020NEWS” -ს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

“სინოდის სხდომას იწვევს პატრიარქი, ამიტომ სანამ პატრიარქი არ იტყვის, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით თუ როდის გაიმართება სინოდის სხდომა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

“2020NEWS“ დაინტერესდა თუ რატომ არ გაიმართა აქამდე სინოდის, რადგან როგორ წესი სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება. აღნიშნულზე მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა აქამდე სხდომის არ გამართვის მიზეზი უცნობია, თუმცა არ გამორიცხავს,რომ სინოდი სხდომა წლის ბოლომდე გაიმართოს.

“ვერ გეტყვით რადგან ეს პატრიარქის გადასაწყვეტია, სავარაუდოდ, წელიწადი ისე არ ჩაივლის, რომ სინოდის სხდომა არ ჩაინიშნო“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.