ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმ მაყურებლებს მიმართავს, რომლებიც მას გადაცემის წაყვანის სტილს უწუნებენ.
“ძვირფასო ზოგიერთო მაყურებელო,
მორჩით ჩემს დამუნათებას – ან შეცვალე ტემპი, ან გადავრთავო. მე ასე მიმყავს და გადაცემაც ასეთია. არ მოგწონთ წაყვანის სტილი – გადართეთ. ვერ მეწევით მე – დაეწიეთ სხვას. რეიტინგით და მაყურებლის დაკარგვით დამუქრება ნამეტანია და წავშლი ყველა ამგვარი მუქარის ავტორს (გულწრფელ კრიტიკოსებს, ცხადია, არ ეხება). ისე წერთ, მაშინ გადავრთავო, გეგონება თვითმკვლელობამდე მიყვანას ცდილობდეთ… არაა ეგ ასე მარტივი და ზოგადადაც, ასეთია ცხოვრება – ვიღაცა გადართავს, ვიღაცა გადმორთავს
p.s. ხო მართლა, თქვენ რომ ვერ მეწევით, ყოველთვის ჩემი ზედმეტი სისწრაფის ბრალი არ იყოს იქნებ? ჰა?”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.