გიორგი კვირიკაშვილი:

გიორგი კვირიკაშვილი: "გაჩუმებას არ ვაპირებ, დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ, ხო?!" 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ არასდროს ჩუმად ყოფნას არ აპირებს.

"აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გეგმა არ მაქვს. არც ერთი პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია მექნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც - არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც მოხდა.

არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ, ვამბობ. ვიღაცები ამბობენ, რომ "დააშანტაჟეს", "დააშინეს". მე მგონი დაშანტაჟებულ კაცს არ ვგავარ, ხო?!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

tngh ბ-ნი გიორგი არის შესანიშნავი ადამიანი და იგი ყოველთვის ღირსეულად იქცევა... მნიშვნელობა არ აქვს, თანამდებობაზეა თუ არა. ბევრი ცდილობს მის ირგვლივ ჭორები გაავრცელოს, მაგრამ არ გამოუვათ...
5 წლის უკან