აკაკი ზოიძე: მეუფე იაკობის მიერ გაუგონარი ბრალდებები გაისმა

აკაკი ზოიძე: მეუფე იაკობის მიერ გაუგონარი ბრალდებები გაისმა

“მეუფე იაკობის მიერ აბსოლუტურად გაუგონარი ბრალდებები გაისმა. ალბათ უფრო საინტერესო ის არის, რა აიძულებს მეუფეს ასეთი განცახდებების გაკეთებას“, - ამის შესახებ “2020NEWS“ -თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცახდა.

კითხვაზე, მეუფე იაკობის განცახდებებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება?!- ზოიძე გვპასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.

“მე არც პროკურორი ვარ და არც სინოდის წევრი, შეაბამისად, მე როგორც პარლამენტის წევრი სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსმენები მას პატრიარქის გადაყენებას აიძულებდნენ: “დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. იყო კვირიკაშვილი და ყველაზე წესიერი კაცი იყო ვახო (ვახტანგ გომელაური). კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო, ცოტა დააგვიანა და მოვიდა გახარია. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა, რომ პატრიარქი გადავაყენოთ, შიო დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი მაგათ, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ ამას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართქო. მაგ სამი კაცისთვის ვიღაცას რომ არ დაევალებინა, პირდაპირ ბრძოლას ვუცხადებ იმასაც, ვინც მაგათ დაავალა”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.