საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუჩინარებული ოპერატორის სანდრო ბერაძის ოჯახის წევრები, შესაძლო თვითმკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ და გამომწვევ მიზეზად სანდროს აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებენ.
“ტელეფონზე შეტყობინება გამოგვიგზავნა, ასევე მე და დედამის გვესაუბრა და დაგვემშვიდობა. მეტი აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო, რადგან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო. რაღაც თანხებზე იყო საუბარი, რომ წაგებული ჰქონდა. პოლიცია ჯერ ვერაფერს გვეუბნება. სატელეფონო სიგნალი ცხვარიჭამიისკენ დაფიქსირდა და მას შემდეგ კვალი დაიკარგა“, - განაცხადა სანდროს მამამ კახა ბერაძემ.
სანდროს ძმის თქმით, აზარტული თამაშების გამო, მას სუიციდის მცდელობა არაერთხელ ჰქონია. “სუიციდის მცდელობა ადრეც ჰქონია. ეს ყველაფერი თამაშებიდან გამომდინარე ხდებოდა“, - აცხადებს დაკარგული ოპერატორის ძმა გიორგი ბერიძე.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, სანდრო ბერაძეს ოჯახის წევრები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე: 599 72 23 10; 577 25 00 45; 599 57 99 34